საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 | |
---|---|
საქსტატის ლოგო | |
ძირითადი ინფორმაცია | |
აღწერის თარიღი | 5-19 ნოემბერი, 2014 |
მოსახლეობა სულ | 3 713 804 |
პროცენტული ცვლილება | 14.7 % |
ყველაზე მეტი მოსახლეობა |
თბილისი 1 108 717 |
ყველაზე ცოტა მოსახლეობა |
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი 32 089 |
ლოგო | |
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 — ღონისძიება, რომელიც 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა[1]. მისი მიზანი იყო საყოველთაო დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოცილური მონაცემების მიღება. აღწერის ორგანიზატორი იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით, ამინდის გაუარესების საშიშროებიდან გამომდინარე, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში (მესტიის, ყაზბეგის, დუშეთისა (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უაკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარის თემები) და ახმეტის (ომალოს თემი) მუნიციპალიტეტები) აღწერა სექტემბრის თვეში ჩატარდა[2].
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი შედეგები 2015 წლის აპრილში გახდა ცნობილი. წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 ადამიანია. 2002 წლის აღწერასთან შედარებით საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 641 900-ით შემცირდა. სოფლად 1 589 509 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა 23,8 %-ით შემცირებულია, ხოლო ქალაქის 6,3 %-ით. საქართველოს მოსახლეობის 57,4 % ქალაქში ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის მაჩვენებელს 5,1 %-ით აღემატება.[3]
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა.[4] 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 591 181 კაცი.
საქართველოს ფაქტობრივი მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის განაწილება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება | 2014 წელი [5] | 2002 წელი [6] | ზრდა (+/-) 2002-2014 წწ. | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ორივე სქესი | კაცი | ქალი | ორივე სქესი | კაცი | ქალი | ||
საქართველო | 3 713 804 | 2 122 623 | 1 591 181 | 4 355 673 | 2 049 786 | 2 305 887 | -15 % |
თბილისი | 1 108 717 | 502 890 | 605 827 | 1 084 087 | 489 702 | 594 385 | 2 % |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (კოდორის ხეობა) | — | — | — | 1957 | 999 | 958 | — |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | 333 953 | 184 774 | 149 179 | 375 831 | 180 944 | 194 887 | -11 % |
ქ. ბათუმი | 152 839 | 72 757 | 80 082 | 122 207 | 56 419 | 65 788 | 25 % |
ქედის მუნიციპალიტეტი | 16 760 | 8 410 | 8 350 | 20 144 | 10 004 | 10 140 | -17 % |
ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 74 794 | 36 982 | 37 812 | 87 968 | 43 193 | 44 775 | -15 % |
შუახევის მუნიციპალიტეტი | 15 044 | 7 555 | 7 489 | 21 833 | 10 733 | 11 100 | -31 % |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 51 189 | 25 612 | 25 577 | 90 858 | 44 724 | 46 134 | -44 % |
ხულოს მუნიციპალიტეტი | 23 327 | 11 612 | 11 715 | 32 821 | 15 871 | 16 950 | -29 % |
გურიის მხარე | 113 350 | 31 904 | 81 446 | 143 126 | 67 036 | 76 090 | -21 % |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | 31 486 | 15 234 | 16 252 | 40 347 | 18 931 | 21 416 | -22 % |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | 62 863 | 30 223 | 32 640 | 78 661 | 36 719 | 41 942 | -20 % |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი | 19 001 | 9 203 | 9 798 | 24 118 | 11 386 | 12 732 | -21 % |
იმერეთის მხარე | 533 906 | 258 510 | 275 396 | 689 345 | 325 414 | 363 931 | -23 % |
ქ. ქუთაისი | 147 635 | 69 194 | 78 441 | 180 822 | 82 999 | 97 823 | -18 % |
ტყიბულის მუნიციპალიტეტი | 20 839 | 10 107 | 10 732 | 30 684 | 14 474 | 16 210 | -32 % |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 56 883 | 28 343 | 28 540 | 73 304 | 34 852 | 38 452 | -22 % |
ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 39 884 | 19 412 | 20 472 | 53 998 | 25 889 | 28 109 | -26 % |
ბაღდათის მუნიციპალიტეტი | 21 582 | 10 628 | 10 954 | 29 446 | 13 950 | 15 496 | -27 % |
ვანის მუნიციპალიტეტი | 24 512 | 12 072 | 12 440 | 34 141 | 16 220 | 17 921 | -28 % |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | 57 628 | 28 082 | 29 546 | 75 077 | 35 963 | 39 114 | -23 % |
თერჯოლის მუნიციპალიტეტი | 35 563 | 17 770 | 17793 | 45 485 | 21 825 | 23 660 | -22 % |
სამტრედიის მუნიციპალიტეტი | 48 562 | 23 086 | 25 476 | 60 429 | 28 090 | 32 339 | -20 % |
საჩხერის მუნიციპალიტეტი | 37 775 | 18 808 | 18 967 | 46 261 | 22 799 | 23 462 | -18 % |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | 19 473 | 9 627 | 9 846 | 27 941 | 13 411 | 14 530 | -30 % |
ხონის მუნიციპალიტეტი | 23 570 | 11 469 | 12 101 | 31 757 | 14 942 | 16 815 | -26 % |
კახეთის მხარე | 318 583 | 156 154 | 162 429 | 406 394 | 194 341 | 212 053 | -22 % |
ახმეტის მუნიციპალიტეტი | 31 461 | 15 632 | 15 829 | 41 000 | 19 706 | 21 294 | -23 % |
გურჯაანის მუნიციპალიტეტი | 54 337 | 26 352 | 27 985 | 72 084 | 34 239 | 37 845 | -25 % |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი | 21 221 | 10 183 | 11 038 | 30 911 | 14 618 | 16 293 | -31 % |
თელავის მუნიციპალიტეტი | 58 350 | 28 102 | 30 248 | 70 254 | 33 062 | 37 192 | -17 % |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი | 41 678 | 20 953 | 20 725 | 51 119 | 24 973 | 26 146 | -18 % |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი | 51 761 | 26 035 | 25 726 | 59 428 | 29 281 | 30 147 | -13 % |
სიღნაღის მუნიციპალიტეტი | 29 948 | 14 169 | 15 779 | 43 584 | 20 346 | 23 238 | -31 % |
ყვარლის მუნიციპალიტეტი | 29 827 | 14 728 | 15 099 | 38 014 | 18 116 | 19 898 | -22 % |
მცხეთა-მთიანეთის მხარე | 94 573 | 47 645 | 46 928 | 125 898 | 60 537 | 65 361 | -25 % |
ახალგორის მუნიციპალიტეტი | — | — | — | 7 650 | 3 691 | 3 959 | — |
დუშეთის მუნიციპალიტეტი | 25 659 | 12 785 | 12 874 | 33 731 | 16 169 | 17 562 | -24 % |
თიანეთის მუნიციპალიტეტი | 9 468 | 4 828 | 4 640 | 14 005 | 6 865 | 7 140 | -32 % |
მცხეთის მუნიციპალიტეტი | 55 651 | 28 173 | 27 478 | 65 248 | 31 228 | 34 020 | -15 % |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი | 3 795 | 1 859 | 1 936 | 5 264 | 2 584 | 2 680 | -28 % |
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | 32 089 | 15 584 | 16 505 | 50 957 | 24 153 | 26 804 | -37 % |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | 11 186 | 5 501 | 5 685 | 16 225 | 7 686 | 8 539 | -31 % |
ლენტეხის მუნიციპალიტეტი | 4 386 | 2 119 | 2 267 | 8 992 | 4 400 | 4 592 | -51 % |
ონის მუნიციპალიტეტი | 6 130 | 2 894 | 3 236 | 9 182 | 4 195 | 4 987 | -33 % |
ცაგერის მუნიციპალიტეტი | 10 387 | 5 070 | 5 317 | 16 558 | 7 872 | 8 686 | -37 % |
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | 330 761 | 159 070 | 171 691 | 463 198 | 218 259 | 244 939 | -29 % |
ფოთი | 41 465 | 19 549 | 21 916 | 47 199 | 22 534 | 24 665 | -12 % |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | 105 509 | 50 306 | 55 203 | 166 463 | 77 608 | 88 855 | -37 % |
აბაშის მუნიციპალიტეტი | 22 341 | 10 713 | 11 628 | 28 552 | 13 294 | 15 258 | -22 % |
მარტვილის მუნიციპალიტეტი | 33 463 | 16 433 | 17 030 | 44 180 | 21 162 | 23 018 | -24 % |
სენაკის მუნიციპალიტეტი | 39 652 | 18 704 | 20 948 | 52 093 | 24 195 | 27 898 | -24 % |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 22 309 | 11 037 | 11 272 | 29 443 | 14 115 | 15 328 | -24 % |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | 26 158 | 12 677 | 13 484 | 39 945 | 18 862 | 21 083 | -35 % |
ხობის მუნიციპალიტეტი | 30 548 | 15 009 | 15 539 | 41 062 | 19 587 | 21 475 | -26 % |
მესტიის მუნიციპალიტეტი | 9 316 | 4 642 | 4 674 | 14 261 | 6 902 | 7 359 | -35 % |
სამცხე-ჯავახეთის მხარე | 160 504 | 78 521 | 81 983 | 206 139 | 98 545 | 107 594 | -22 % |
ადიგენის მუნიციპალიტეტი | 16 462 | 8 222 | 8 240 | 21 171 | 10 235 | 10 936 | -22 % |
ასპინძის მუნიციპალიტეტი | 10 372 | 5 149 | 5 223 | 13 106 | 6 355 | 6 751 | -21 % |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი | 45 070 | 22 143 | 22 927 | 60 486 | 29 287 | 31 199 | -25 % |
ახალციხის მუნიციპალიტეტი | 38 895 | 18 791 | 20 104 | 45 741 | 21 945 | 23 796 | -15 % |
ბორჯომის მუნიციპალიტეტი | 25 214 | 12 030 | 13 184 | 33 074 | 15 334 | 17 740 | -24 % |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი | 24 491 | 12 186 | 12 305 | 32 561 | 15 389 | 17 172 | -25 % |
ქვემო ქართლის მხარე | 423 986 | 208 532 | 215 454 | 494 291 | 238 936 | 255 355 | -14 % |
რუსთავი | 125 103 | 59 859 | 65 244 | 116 175 | 55 081 | 61 094 | 8 % |
ბოლნისის მუნიციპალიტეტი | 53 590 | 26 804 | 26 786 | 74 243 | 36 346 | 37 897 | -28 % |
გარდაბნის მუნიციპალიტეტი | 81 876 | 40 144 | 41 732 | 112 886 | 54 756 | 58 130 | -27 % |
დმანისის მუნიციპალიტეტი | 19 141 | 9 579 | 9 562 | 28 062 | 13 660 | 14 402 | -32 % |
მარნეულის მუნიციპალიტეტი | 104 300 | 52 416 | 51 884 | 117 660 | 57 710 | 59 950 | -11 % |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი | 21 127 | 10 335 | 10 792 | 25 039 | 11 934 | 13 105 | -16 % |
წალკის მუნიციპალიტეტი | 18 849 | 9 395 | 9 454 | 20 226 | 9 449 | 10 777 | -7 % |
შიდა ქართლის მხარე | 263 382 | 128 282 | 135 100 | 314 450 | 150 920 | 163 530 | -16 % |
გორის მუნიციპალიტეტი | 125 692 | 60 744 | 64 948 | 148 550 | 71 401 | 77 149 | -15 % |
კასპის მუნიციპალიტეტი | 43 771 | 21 609 | 22 162 | 52 443 | 25 058 | 27 385 | -17 % |
ქარელის მუნიციპალიტეტი | 41 316 | 20 410 | 20 906 | 50 317 | 24 477 | 25 840 | -18 % |
ხაშურის მუნიციპალიტეტი | 52 603 | 25 519 | 27 084 | 63 140 | 29 984 | 33 156 | -17 % |
- 2014 წლის მოსახლეობის აღწერისას, კოდორის ხეობა და ახალგორის მუნიციპალიტეტის აღწერა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ოკუპაციის გამო ვერ მოხერხდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-08-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დასრულდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-11-24.
- ↑ აქსტატმა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა დაასრულა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-11-24.
- ↑ აღწერის წინასწარი შედეგები ჟურნალი „ლიბერალი“
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-24. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-26. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-10. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
|